საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა
ნავიგატორი
1692


საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა.

კერძოდ, წინასწარი მონაცემებით 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 41 077.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.7 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 3.6 პროცენტით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17.0 პროცენტი) და მრეწველობა (17.0 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.2 პროცენტი), მშენებლობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (7.7 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7.4 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5.8 პროცენტი).

„ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (13.5 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (13.2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (12.1 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (9.7 პროცენტი), ტრანსპორტი (9.4 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7.6 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6.2 პროცენტი), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (5.9 პროცენტი), კავშირგაბმულობა (5.8 პროცენტი). კლება კი მშენებლობის სექტორში (-3.1 პროცენტი) აღინიშნა,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

21-03-2019

წყარო: bpn.ge

22-07-2019

ზუგდიდში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი მეწარმე ქალები დარგის ექსპერტებს ხვდებიან

29-08-2019

კონსულტაცია კონკურსისთვის:საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალიტეტში

03-04-2019

შიდა ქართლის გუბერნატორმა გრინვეის სერვის ცენტრი დაათვალიერა

15-04-2019

გიორგი ქობულია – ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

15-04-2019

გიორგი ქობულია – ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

22-07-2019

ზუგდიდში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი მეწარმე ქალები დარგის ექსპერტებს ხვდებიან

29-08-2019

კონსულტაცია კონკურსისთვის:საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალიტეტში

03-04-2019

შიდა ქართლის გუბერნატორმა გრინვეის სერვის ცენტრი დაათვალიერა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ