ლონდონს ბრექსიტის გამო ტრილიონი სტერლინგის აქტივები ტოვებს
ნავიგატორი
1937

ლონდონს ბრექსიტის გამო ტრილიონი სტერლინგის აქტივები ტოვებს

საკონსულტაციო გიგანტ „ერნსტ ენდ იანგის“ ინფორმაციით, ბრექსიტის წინ, ლონდონს დაახლოებით ტრილიონი სტერლინგის (1.32 ტრილიონი დოლარი) ღირებულების აქტივები ტოვებს. მათი მფლობელები ოფისებს ევროკავშირის სხვადასხვა დიდ ქალაქში ხსნიან. პარალელურად, ბრიტანეთი 7 000-მდე მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს კარგავს.

ბანკები, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ლონდონში არიან ბაზირებული, ევროკავშირის დიდ ქალაქებში საკუთარ ჰაბებს აფართოებენ, რათა თავიდან აიცილონ ის წყვეტა, რაც ბრექსიტის შემდგომ არის მოსალოდნელი.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა მოსალოდნელია, რომ გასვლის ბოლო ვადას გადაიტანენ, რადგან ამას მხარი ბრიტანეთის პარლამენტმა დაუჭირა და მალევე ამავე საკითხის ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმებას, პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ეცდება.

„ერნსტ ენდ იანგის“ მიერ წინა კვარტალში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრიტანეთიდან 800 მილიარდი სტერლინგის ღირებულების აქტივების ევროკავშირში გატანა იყო მოსალოდნელი. ახალი მოხსენების შესაბამისად კი ეს რიცხვი ტრილიონამდე დამრგვალდა.

კომპანიებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება დუბლინია, სადაც თავისი დაწესებულების გახსნას 28 კომპანია აპირებს. გარდა ამისა, კომპანიები ოფისებს ფრანკფურტში, ლუქსემბურგში, პარიზში და სხვა ქალაქებში ხსნიან.

21-03-2019

წყარო: bpn.ge

29-05-2019

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი გრანტი მიიღო

04-03-2019

უცხოელს, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს, მისი დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები დაეკისრება

02-05-2019

გალფმა სოლიდარობის ფონდში 77 880 ლარი გადარიცხა

10-05-2023

GITA და Binance Charity ბლოკჩეინის საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას იწყებენ

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ