რამ გამოიწვია ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირება?
ნავიგატორი
1787


რამ გამოიწვია ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირება?

ენერგეტიკაში შემცირებული ინვესტიციების შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი საუბრობს.

„ზოგადად ენერგეტიკა იყო მეორე უცხოური ინვესტიციებში და 2018 წელს გადავიდა მესამე ადგილზე, ცხადია BP-ის მაგისტრალური გაზსადენის მსხვილი პროექტი მნიშვნელოვნად დააკლდა ქვეყანას, ასევე მოხდა რამოდენიმე შესყიდვა.  თუმცა, იმის გამო რომ საკანონმდებლო ცვლილებები დროულად არ ყალიბდება, ინვესტორების უმეტესობამ შეაჩერა გადაწყვეტილების მიღება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომავალ წლებზე, მაგრამ ამ ეტაპზე კატასტროფული მდგომარეობა არ არის“, - აცხადებს ჩახვაშვილი.

მისი თქმით, დიდი პროექტები ჯერ კიდევ დაგეგმილია, როგორიც არის ნენსკრას პროექტი, რაც გაზრდის უცხოურ ინვესტიციებს.  ანალიტიკოსი საუბრობს დარგის გამოწვევებზეც. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა დღეს დარგს აქვს ის, რომ ენერგეტიკული გაერთიანების ხელმოწერით საქართველომ, როგორც ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები.

ანალიტიკოსის თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები 2019-ში კანონების დონეზე მაინც უნდა გაიწეროს, ხოლო შემდეგში ამას უნდა მოყვეს კანონთა ქვემდებარე აქტები.

„დღეს ზუსტად არ არის ცნობილი როგორი იქნება ბაზარი ხუთი წლის შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ იმ პრინციპების ჩამოთვლას, რომელიც არის ენერგოგაერთიანების წევრობიდან გათვალისწინებული. მთავარი, რაც ინვესტორს აინტერესებს, რომ დღეს მიიღოს გადაწყვეტილება, არის როგორი იქნება ფასის მიღების პრინციპი 5 წლის შემდეგ, რადგან ეს პროექტები ხანგრძლივია,  ხანგრძლივია გამოკვლევის პერიოდიც, ამიტომ თუ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომ დღეს ამ დარგში მინდა ფული ჩავდო, კარგად უნდა მესმოდეს, რა მდგომარეობა მექნება 5 წლის შემდეგ და 25 წლის განმავლობაში, როდესაც ჩემი სადგური იფუნქცნიონირებს. ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის, ის რომ მთავრობამ ცხადად გააგებინოს ინვესტორებს, თუ რა მდგომარეობა შეიძლება იყოს მომავალში“ - აცხადებს ჩახვაშვილი.

25-03-2019

წყარო: commersant.ge

25-06-2019

ნათია თურნავა - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

18-10-2019

ქართული პროდუქცია იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

28-02-2019

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა

27-02-2019

ადიგენის რაიონის სოფელ უდეში პროექტი „SAY YES“ „თქვი კი“ – ფარგლებში დუალური განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა

27-02-2019

ადიგენის რაიონის სოფელ უდეში პროექტი „SAY YES“ „თქვი კი“ – ფარგლებში დუალური განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა

25-06-2019

ნათია თურნავა - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

18-10-2019

ქართული პროდუქცია იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

28-02-2019

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ