შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის
ნავიგატორი
1941

შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის.

ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ პირობების და მიღწეული შედეგების შესახებ, ხოლო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მიმოიხილა საქართველოში არსებული ტურიზმის სექტორის მნიშვნელობა.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის „ლე როშე“ აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, გაუზიარა აღნიშნული მიმართულების წარმომადგენლებს ინოვაციები, რომლებიც უკვე დაინერგა ამ მიმართულებით და დეტალურად გააცნო პროგრამა საერთაშორისო სასტუმრო მენეჯმენტის შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში არსებული გამოწვევებისა და კერძო სექტორის საჭიროებების იდენტიფიცირება, რომლის მიხედვითაც გაკეთდება გამოკვეთილ საჭიროებებზე მორგებული პროგრამა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და კომპანიის „ლე როშეს“ ეგიდით.

27-03-2019

წყარო: აწარმოე საქართველოში

25-02-2019

მოამზადე მასალა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დასაჩუქრდი სასაწავლო ვიზიტით ბერლინში

26-02-2019

ილონ მასკს მორიგი ტვიტის გამო ედავებიან

25-02-2019

მოამზადე მასალა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დასაჩუქრდი სასაწავლო ვიზიტით ბერლინში

24-05-2023

უმასპინძლე მდგრადი ენერგეტიკის დღეს საქართველოში — ძირითადი აქცენტი უნარებზეა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ