სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და CNFA საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ნავიგატორი
1644


სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და CNFA საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის თანახმად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“  ბენეფიციარებს, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი, ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ.

 

სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის გამართვისთვის „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარებისთვის დამატებით ტექნიკური მხარდაჭერა გულისხმობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბიოწარმოების ხელშეწყობას. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას. გათვალისწინებულია ტრენინგების ჩატარება და ფინანსურ მხარდაჭერა მარკეტინგის  მიმართულებით.

 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა ვალდებულებას იღებს:

 

•   დააფინანსოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის, აგრეთვე ბიოწარმოების სტანდარტების დანერგვისა და ბიოსერტიფიცირების ღირებულების 50%. უზრუნველყოს საწარმოების ჩართვა შესაბამის სასწავლო პროგრამებში;

 

•   დააფინანსოს მომსახურების  ღირებულების 50%-ი  მარკეტინგის და ბრენდინგის მიმართულებით სააგენტოს ის ბენეფიციარი საწარმოები, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქცია განკუთვნილია საცალო ვაჭრობისთვის. 

 

•   100%-ით დააფინანსოს სპეციალურად საწარმოთათვის ორგანიზებული ტრენინგები.

 

თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების დანერგვისა, ბიოსერტიფიცირებისა და მარკეტინგული სერვისების  მომსახურების 30%-ის გადახდას, ასევე, მოახდენს ტრენინგებში მონაწილე ბენეფიციარების კადრების მობილიზაციას და ხელს შეუწყობს ტრენინგების წარმატებით ჩატარებას.

 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

18-02-2019

წყარო: commersant.ge

08-04-2019

რატომ ეძებდნენ საბჭოთა მოქალაქეები თევზის კონსერვში ძვირფასეულობას?

11-05-2023

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ცხადდება კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის მოსაპოვებლად

17-06-2019

ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი Natural Wine and Food

31-03-2019

თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ

31-03-2019

თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ

08-04-2019

რატომ ეძებდნენ საბჭოთა მოქალაქეები თევზის კონსერვში ძვირფასეულობას?

11-05-2023

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ცხადდება კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის მოსაპოვებლად

17-06-2019

ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი Natural Wine and Food


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ