ევექსი 2 კომპანიად იყოფა
ამ რეორგანიზაციამდე კომპანიამ აქტივები „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქოლგის ქვეშ შეიყვანა. გენერალური დირექტორის პოსტიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გადაინაცვლა ნიკა გამყრელიძემ და პოსტი 2 დირექტორს გიორგი მინდიაშვილს და გიორგი გორდაძეს დაუთმო.
სამედიცინო სერვისების ბიზნესიდან GHG -იმ 2018 წელს 305.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წლიური ზრდა 15.1%-ია. ჯამური მოგება 13.4%-ით, 128 მილიონამდე გაეზარდა, თუმცა ამევე დროს, წმინდა მოგება 41%-ით 16 მილიონამდე შეუმცირდა.