|
| 2006 |
|---|
ქვეყნები შენგენის ზონაში, სადაც ქართველებს საზღვრის კვეთაზე უარს არ ეუბნებიან - თებერვლის სტატისტიკა
| გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის თებერვლის სტატისტიკაშია ასახული. კერძოდ, თებერვალში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა - 5 112 იყო. მას მოსდევს პოლონეთი, სადაც - 3 198 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 2 994 გასვლით საბერძნეთია. რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც თებერვალში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: შვეიცარია - 3 გამგზავრება; სლოვენია - 7 და ბულგარეთი - 89 გამგზავრება. სტატისტიკა 18 ქვეყანას მოიცავს და აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ ოთხ ქვეყანაში არ ფიქსირდება უარი საზღვრის კვეთაზე. ეს ქვეყნებია: ბელგია (გაემგზავრა - 218); რუმინეთი (გაემგზავრა - 119); შვეიცარია - (გაემგზავრა - 3) და სლოვენია (გაემგზავრა - 7). რაც შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლებს, ჯამში ასეთი 14 ქვეყანა იყო. ყველაზე მეტი - 37 უარი წინა თვეში საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში უთხრეს. მას მოსდევს იტალია - 34 უარით, მე-3 ადგილზე კი კვიპროსია, სადაც თებერვალში 33 უარი დაფიქსირდა. |

29-03-2019
წყარო: bpn.ge
|
21-03-2019 თბილისში შესაძლოა, 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს |
|---|
|
17-01-2023 კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად |
|
31-05-2019 საქართველოს მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მაგისტრანტები სტუმრობენ |
|
10-05-2019 მიხეილ ბატიაშვილი - გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, სკოლებში არსებული პრობლემების გადალახვაზე დავიწყოთ საუბარი |