საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია
ნავიგატორი
1932

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 505 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარი იყო.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.7 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტის მიხედვით, ტრადიციულად რუსეთი იყო. კერძოდ, რუსეთში ექსპორტმა 2019 წლის 1-ელ ორ თვეში 81 258.5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31.2%-ით მეტია.

მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, სადაც მიმდინარე წელს ექსპორტის მოცულობა 33.7%-ით არის გაზრდილი და 58 411.9 ათასი დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მიხედვით, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ბოლო თურქეთია. კერძოდ, ამ მაჩვენებელმა თურქეთში 39 576.5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებლთან შედარებით 26.5%-ით არის შემცირებული.

29-03-2019

წყარო: bpn.ge

21-02-2019

„ქართული ლუდის კომპანია“ ბულგარეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება - კომპანიის მენეჯმენტისა და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადადის

30-05-2019

კალაძე: შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირის სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს

21-03-2019

მეწარმეების ხელშემწყობი “თბილისური ბაზარი” იხსნება

30-05-2019

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ