მამუკა ბახტაძე: საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე ბიზნესის წილის გაზრდაში დაგვეხმარება
ნავიგატორი
1672

მამუკა ბახტაძე: საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე ბიზნესის წილის გაზრდაში დაგვეხმარება

"ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთობლივად შემუშავებული საკრედიტო-საგარანტიო სქემა უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც დაგვეხმარება, ჩვენს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე ბიზნესის წილი”.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემა პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინანსებზე, იაფ ფულზე წვდომა არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რაც მცირე მეწარმეებს აქვთ.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირველი აპრილიდან ეკონომიკის სამინისროსთან აქტიურად ითანამშრომლონ.

“ეს არის მართლაც უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე ბიზნესის წილი. ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბის დამარცხება მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

31-03-2019

წყარო: pia.ge

10-04-2019

ნიგერიაში, ბანკის გაძარცვის დროს, შვიდი ადამიანი დაიღუპა

24-06-2019

Fuckup Nights Tbilisi vol. 14 | English Edition

11-04-2019

Xiaomi-ს დამფუძნებელმა ბონუსად $957 მილიონი მიიღო

20-02-2019

საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ