მთის კურორტების განვითარების კომპანია - ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე ვიზიტორების რაოდენობა 578 %-ით გაიზარდა
ნავიგატორი
1003


მთის კურორტების განვითარების კომპანია - ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე ვიზიტორების რაოდენობა 578 %-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2018-2019 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, სეზონი 128 დღე გაგრძელდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას.

მათივე ინფორმაციით, დაარსებიდან დღემდე გუდაურმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი დაიკავა. კურორტზე ექვსი ახალი საბაგირო აშენდა, ასევე ორ საბაგიროს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ახალი საბაგიროების მშენებლობით გუდაურში 3,5-ჯერ გაიზარდა გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროთი გაცილებით მეტი მოთხილამურე რიგების გარეშე სარგებლობდა. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20%-ით გაიზარდა.

გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთსა და გოდერძიზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები, საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს ვიზიტორების რაოდენობის დათვლა. ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 – 2018/2019 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 578 % -ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა.

2017-2018 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით წელს ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია. ვიზიტორების რაოდენობა 15% -ით არის გაზრდილი. კურორტ გუდაურში 2018/2019 წლის სათხილამურო სეზონი გასულ წელს, რომ შევადაროთ ვიზიტორების რაოდენობა 19 %-ით გაიზარდა. რაც შეეხება ბაკურიანს, 2018/2019 წლის სეზონის მაჩვენებლებით, 2017/2018 წლებთან შედარებით ვიზიტრების რაოდენობამ 20%-ით მოიმატა. მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მეოთხე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს.

2018/2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი, გასულ წელს რომ შევადაროთ, 43%-ით გაზარდა ვიზიტორების რაოდენობა, გოდერძის სათხილამურო კურორტზე 14758 ვიზიტორი გახლდათ.

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2018/2019 წლის სათხილამურო სეზონი 2017/2018 წელს რომ შევადაროთ ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით, ხოლო ჰაწვალზე 13%-ით არის გაზრდილი. თეთნულდსადა ჰაწვალს ჯამში 41499 ვიზიტორი ეწვია.

01-05-2019

წყარო: 1tv.ge

11-03-2019

FAB სკოლა 19 მარტს 3D მოდელირების ტრენინგზე გიწვევთ!

07-03-2019

საზღვრებს მიღმა eTweening-ით - ქართველი მასწავლებლის წარმატების ისტორია

05-04-2019

პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 16%-ით გაიზარდა

02-04-2019

ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება

02-04-2019

ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება

11-03-2019

FAB სკოლა 19 მარტს 3D მოდელირების ტრენინგზე გიწვევთ!

07-03-2019

საზღვრებს მიღმა eTweening-ით - ქართველი მასწავლებლის წარმატების ისტორია

05-04-2019

პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 16%-ით გაიზარდა


სიახლეების გამოწერა














Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ