სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის ვადა ამოიწურა
ნავიგატორი
1724

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის ვადა ამოიწურა

იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებსაც მიმდინარე წლის 30 აპრილამდე 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ სასესხო/საკრედიტო ვალდებულებები გააჩნდათ, ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენისათვის დადგენილი ვადა ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკში დოკუმენტაციის წარდგენის თავდაპირველი თარიღი ერთი თვით, 2019 წლის 30 აპრილამდე იყო გახანგრძლივებული.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, იმ პირთა საქმიანობა, რომელთაც ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციისთვის დოკუმენტები არ წარუდგენიათ და 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ ჯერ კიდევ გააჩნიათ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვლება..

დღევანდელი მდგომარეობით, სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციაზე განაცხადი 205 მეწარმე სუბიექტს აქვს წარდგენილი, აქედან რეგისტრაცია 145-მა სუბიექტმა უკვე გაიარა.

01-05-2019

წყარო: bpn.ge

30-05-2019

კახეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ინვესტიციები გაიზარდა

16-05-2023

სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga

03-06-2019

სტუმრობა რაჭის რეგიონში

16-03-2023

ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ