|
| 2257 |
|---|
ქობულეთში 500 მილიონი ლარის ევროპული ინვესტიცია განხორციელდება
| Green Resort Kobuleti - ქობულეთში 2019 წლიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2022 წლის ბოლომდე განხორციელდება ჯამში 500 მილიონი ლარის (ნახევარი მილიარდი ლარის) ჩეხური ინვესტიცია. დღევანდელი დოლარის კურსით (2.7 ლ. = 1$) ეს პროექტი დაჯდება დაახლოებით 185 მილიონი დოლარი. მშენებლობისას და ოპერირებისას დასაქმებული იქნება სულ 500-მდე საქართველოს მოქალაქე. განხორციელდება მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა 180 ჰექტარზე, აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ეს არის უდიდესი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე აჭარაში განხორციელებულა ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. ეს პროექტი ქობულეთს აქცევს 4-სეზონიან კურორტად. აშენდება ფიფას სტადარტის საფეხბურთო მოედნები, ასევე საჩოგბურთო კორტები და მოეწყობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გოლფის ინფრასტრუქტურა. ამ მასშტაბური ინვესტიციით საკმაო სარგებელს ნახავს მცირე ბიზნესიც, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები აწარმოებენ გაზრდილი ტურისტული ნაკადების წყალობით. |

31-03-2019
წყარო: intermedia.ge
|
15-04-2019 საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8 პროცენტით გაიზარდა |
|---|
|
25-04-2019 გარემოს ქმნი შენ:საჯარო ფორუმი /Talking Environment |
|
30-05-2019 დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია |
|
15-02-2019 ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, Berlinale, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი |