გიორგი ქობულია: ინვესტორებთან თანამშრომლობის უფრო ეფექტურ და გამარტივებულ სქემას ვქმნით
ნავიგატორი
1639


გიორგი ქობულია: ინვესტორებთან თანამშრომლობის უფრო ეფექტურ და გამარტივებულ სქემას ვქმნით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ტრადიციულ გალა-ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

მინისტრმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და ორმხრივად მომგებიანი იქნება.

გიორგი ქობულიამ ასევე მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებთან, რათა მათ წინაშე არსებული გამოწვევები მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარდეს. კარგად ვიცით, რა აწუხებს დღეს ბიზნესს და ყველაფერს ვაკეთებთ მის მოსაგვარებლად. ჩვენ ვქმნით ინვესტორებთან თანამშრომლობის უფრო ეფექტურ, გამარტივებულ და ნაკლებად ბიუროკრატიულსქემას - „ერთი ფანჯრის პრინციპს“, რომლის დროსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლები ინვესტორებს თავად მოუგვარებენ ყველა საკითხს სხვადასხვა საჯარო უწყებებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიამ თავის მოხსენებაში ასევე გაამახვილა ყურადღება ისეთ პრიორიტეტულ სამთავრობო პროგრამაზე, როგორიცაა პროფესიული გადამზადება. მისი თქმით, ყოველწლიურად აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ტექნიკურ პროფესიებში 50,000-მდე ადამიანის გადამზადებაა დაგეგმილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარების აუცილებლობაზე. მისი თქმით, ბევრი ბიზნესისთვის, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ექსპორტი მაქსიმალურად მოკლე დროში შეიძლებოდეს. გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა ამოქმედდეს შავ ზღვაზე რეგულარული საბორნე და ფიდერული მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების პორტებს შორის.

დასასრულს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოში საქმიანობისას მხარდაჭერა აღუთქვა.

31-03-2019

წყარო: pia.ge

26-01-2023

Erasmus+: ტარტუს უნივერსიტეტი ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ონლაინ კურსს იწყებს

08-04-2019

საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზირების წესი იცვლება

11-04-2019

2018 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგება გაორმაგდა

11-05-2023

Youth4Regions – the programme for aspiring journalists

11-05-2023

Youth4Regions – the programme for aspiring journalists

26-01-2023

Erasmus+: ტარტუს უნივერსიტეტი ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ონლაინ კურსს იწყებს

08-04-2019

საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზირების წესი იცვლება

11-04-2019

2018 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგება გაორმაგდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ