სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 საქართველოში“-ს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს
ნავიგატორი
2079


სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 საქართველოში“-ს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს

 სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 საქართველოში“-ს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ინიციატივის ნაწილია. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). ბანაკი ჩატარდება საქართველოში, 16-30 აგვისტოს. მონაწილეთა ასაკია: 14-18 წელი(აპლიკაციის გაკეთების დროს).

ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 100 ახალგაზრდა, რომლებიც ჩაერთვებიან სხვადასხვა ინტერაქტიულ და საგანმანათლებლო აქტივობებში. ყველა აქტივობის მიზანი კი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარნიორობის ქვეყნებს შორის, ახალგაზრდების თანამშრომლობის, ევროპული სამოქალაქო ღირებულებების, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის მშენებლობის გაძლიერებაა. აღნიშნული პროგრამის ქვეშ, ცენტრმა უკვე განახორციელა ორი ბანაკი 2017 და 2018 წლებში, რომლის ფარგლებშიც ჯამში 180 საერთაშორისო სტუდენტს უმასპინძლა საქართველოში.
მეტი ინფორმაცია წინა ბანაკების შესახებ იხილეთ აქ: 
ფოტოები: https://goo.gl/9Qp2up;
წინა ბანაკების ვიდეოები: https://goo.gl/Tg49fR;https://goo.gl/Mk5MrR; https://goo.gl/oYkKQg; 

ბანაკი იქნება მოსამზადებელი ფაზა საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პოტენციური სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. 

აპლიკაციის გაკეთების საბოლოო თარიღიაა: 30 აპრილი, 2019, 12:00 AM, საქართველოს დროით (NOON, UTC+4. 00)

ონლაინ აპლიკაცია იხილეთ აქ 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeuBJvOzf2siJN7Sb4TZGug8bpkqTNgtn69z_xP0Ib4HvswrQ/viewform

ინფო-პაკი და დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ აქ 

https://drive.google.com/file/d/1vZqGVEdLZH94HTOT7h4wTk238NV3pOoD/view 
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა არის ზოგად განათლებაზე ორიენტირებით, ახალგაზრდობის განვითარების რეგიონული მიზნების ნაწილი. პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ თანამეზობლობის რეგიონში, ევროკომისიის 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან ერთ-ერთს.

01-04-2019

წყარო: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

13-05-2019

საფონდო ბირჟაზე პირველივე დღეს Uber-ის აქციები მოსალოდნელზე იაფად გაიყიდა

28-02-2019

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ

21-03-2019

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით, 23 000-ზე მეტი ვეტერანი მოკლებული იყო ყოველთვიურ დახმარებას.

24-11-2022

ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის

24-11-2022

ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის

13-05-2019

საფონდო ბირჟაზე პირველივე დღეს Uber-ის აქციები მოსალოდნელზე იაფად გაიყიდა

28-02-2019

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ

21-03-2019

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით, 23 000-ზე მეტი ვეტერანი მოკლებული იყო ყოველთვიურ დახმარებას.


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ