საქართველოში ყველაზე მეტს სამშენებლო სექტორში დასაქმებულები მუშაობენ
ნავიგატორი
1779


საქართველოში ყველაზე მეტს სამშენებლო სექტორში დასაქმებულები მუშაობენ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტს მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობენ. ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების რაოდენობა სამშენებლო სექტორში 50,5 საათს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების საშუალო რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება:

(მონაცემები მოიცავს 2017 წელს)

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 28,2 საათი;

მრეწველობა - 46,1 საათი;

მშენებლობა - 50,5 საათი ;

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 49,2საათი;

ტრანსპორტირება და დასაწყობება - 45,7 საათი;

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 49,3 საათი;

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 42,5 საათი;

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 42,8 საათი;

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 39,4 საათი;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 41,6 საათი;

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 44,3 საათი;

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა - 48,0 საათი;

განათლება - 30,4 საათი;

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 42,1 საათი;

ხელოვნება, გართობა და დასვენება - 38,7 საათი;

სხვა სახის მომსახურება - 45,7 საათი;

შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 50,2 საათი;

ექსტერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები - 43,3 საათი. 

2017 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი ეკონომიკიური დარგების მიხედვით სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული- (737,5 ათასი), მეორე ადგილზეა მრეწველობა (137,5 ათასი) ხოლო მესამეა მშენებლობა (82 ათასი)

04-04-2019

წყარო: imedinews.ge

22-05-2023

ტრენინგი: ჰუმანიტარულ პროცესებში შშმ ქალების ჩართულობა

11-04-2019

აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს

15-05-2019

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, ანაზღაურებული ზარალი 35 მილიონ ლარზე მეტია

07-05-2019

ცქიტიშვილი: ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ივლისში დასრულდება

07-05-2019

ცქიტიშვილი: ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ივლისში დასრულდება

22-05-2023

ტრენინგი: ჰუმანიტარულ პროცესებში შშმ ქალების ჩართულობა

11-04-2019

აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს

15-05-2019

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, ანაზღაურებული ზარალი 35 მილიონ ლარზე მეტია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ