სენაკში ლურჯი მოცვის პლანტაცია სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა
ნავიგატორი
2500

სენაკში ლურჯი მოცვის პლანტაცია სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა.

როგორც „კომერსანტს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,აგროთემა“ 6 ჰექტარ ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღს აშენებს. პროექტი ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. კოოპერატივმა ,,აგროთემამ“ 100 000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, რომელიც კენკროვანი კულტურის ნერგებისა და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემისთვის იყო განკუთვნილი. კოოპერატივი სამომავლოდ ბაღის გაშენებას დამატებით 4 ჰექტარზე გეგმას და საერთო ჯამში 10 ჰექტარზე მოცვის წარმოებას აპირებს.

პლანტაციის დათვალიერების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული კოოპერატივის მიერ დასაქმებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ სოფლის მეურნეობის დარგში არსებული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები გააცნო. პლანტაცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ეწყობა, სამუშაოზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი.

ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია, ლურჯი მოცვის სახეობების - ლეგასის, ბლუგოლდის, გლუკროპისა და სხვა ჯიშების გაშენების პროცესი.

19-03-2019

წყარო: commersant.ge

01-05-2019

დამამიდან თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება

11-11-2019

კონფერენცია "პირველადი წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარი"

30-05-2019

კალაძე: შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირის სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს

25-03-2019

ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ