რამდენი ლარით დაჯარიმდებიან ავტომფლობელები, რომელთაც სავალდებულო დაზღვევა არ ექნებათ - პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო
ნავიგატორი
2387


რამდენი ლარით დაჯარიმდებიან ავტომფლობელები, რომელთაც სავალდებულო დაზღვევა არ ექნებათ - პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო

კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით.

ამასთან, განსაზღვრულია კონკრეტული ლიმიტები თუ რა შემთხვევაში რა მოცულობის ზარალს აანაზღაურებს კერძო სადაზღვევო კომპანია. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებსაც.

იმ შემთხვევაში თუ მესამე პირის დაზღვევა არ ექნება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდება. ფულადი სანქციის ოდენობა კი სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის მიხედვით განსხვავებულია.

„სამართალდარღვევის შემთხვევაში - მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა– მოცულობა 50 სმ3– ზე მეტია), მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება), სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის (თუ მას არ გააჩნია მისაბმელით გამოწვეული სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა) - 100 ლარით, ხოლო ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის –200 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს.

ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ მძღოლს დაჯარიმებასთან ერთად 72 საათიანი ვადა მიეცემა სავალდებულო დაზღვევის შესაძენად, შესაბამისად, დაჯარიმებიდან 72 საათის შემდეგ თუ კვლავ დაუზღვეველი იქნება მძღოლის პასუხისმგებლობა, იგი კვლავ დაექვემდებარება დაჯარიმებას,“-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

18-02-2019

წყარო: bpn

17-07-2023

მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება

03-05-2019

“ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით იყოს პოზიციონირებული, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა”

03-03-2019

სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა

05-04-2019

DEG ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში

05-04-2019

DEG ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში

17-07-2023

მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება

03-05-2019

“ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით იყოს პოზიციონირებული, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა”

03-03-2019

სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ