„ყაზტრანსგაზი“ დიღმის მასივში აფეთქებაზე - ცხელ ხაზზე გაზის სუნის შესახებ ზარი შემოსულია 11:50 საათზე, ჯგუფი ადგილზე მივიდა 12:11 საათზე, აალება მოხდა 12:10 საათზე
ნავიგატორი
3243

„ყაზტრანსგაზი“ დიღმის მასივში აფეთქებაზე - ცხელ ხაზზე გაზის სუნის შესახებ ზარი შემოსულია 11:50 საათზე, ჯგუფი ადგილზე მივიდა 12:11 საათზე, აალება მოხდა 12:10 საათზე

არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო, თითქოს კომპანიის წარმომადგენლები საცხოვრებელი ბინის აალებამდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს მოსახლეობაში პანიკის დათესვა, კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ აქვეყნებს შემოსული ზარების ქრონოლოგიას, - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

„კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის შესახებ შემოსულია 11:50:32 საათზე. სწრაფი რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გასულია 11:55:27-ზე, ხოლო ადგილზე ჯგუფი მივიდა 12:11:07 საათზე, აალება მოხდა 12:10 საათზე. შესაბამისად, გავრცელებული დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზი თბილისის“წარმომადგენლები შემთხვევამდე ადგილზე 30 წუთის დაგვიანებით მივიდნენ, სიცრუეა და ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, თითქოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი აალებამდე იყო მისული და დათვალიერების შედეგად გაზის სუნი ვერ აღმოაჩინა. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - აღნიშნულია „ყაზტრანსგაზის“ განცხადებაში.

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება დღეს მოხდა. დაშავებულია 7 ადამიანი.

08-04-2019

წყარო: bpn.ge

31-03-2019

პორტისთვის ახალ კომპანიას არ ვეძებთ — სსიპ ანაკლიის განვითარების სააგენტო

29-10-2019

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

07-05-2019

კატარში სასტუმროს აუზში ცურვის გამო უკრაინის რადის სპიკერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

23-03-2023

ნეაპოლში მდებარე Apple-ის დეველოპერების აკადემია განაცხადების მიღებას იწყებს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ