|
| 2109 |
|---|
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა
| საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ამავე ორგანიზაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა. „მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნესასოციაციის მხარდაჭერა. ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიზნესასოციაციაში, როგორც მყარ და გამართულ ინსტიტუტს შეეფერება, შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა და ამდენად, ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩვენი წესდების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც კარგად იცნობენ ბიზნეს წრეებში და რომელიც ჩვენი ასოციაციის შექმნის პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალურად ჩართული იყო ასოციაციის მშენებლობის საქმეში”, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. სოსო ფხაკაძე 2009 წლიდან საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცეპრეზიდენტისთანამდებობას. 2011 წელს ის საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრთა საერთო ყრილობაზე ასოციაციის პირველ ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. სოსო ფხაკაძე „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტია. იგი არის ჰარვარდის, ჯორჯ-თაუნისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. მას ასევე დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან არსებული “ბიზნესის უმაღლესი სკოლა”. სოსო ფხაკაძე ფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. |

10-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
26-03-2019 "ხელისუფლება შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს" |
|---|
|
15-04-2019 2025 წლისთვის გერმანიაში განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსისტემაში 40%-ს გადააჭარბებს |
|
25-06-2019 საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ 0.5%-ია - ISET |
|
07-05-2019 დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 10-მა დეპუტატმა დატოვა — სია |