|
| 1801 |
|---|
დაბა გრიგოლეთსა და ფოთში სამორინეს მოწყობაზე შეღავათები დაწესდა
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთსა და ფოთის მუნიციპალიტეტში სამორინეს მოწყობაზე შეღავათები დაწესდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გრიგოლეთსა და ფოთში ახალი, არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილი სამორინე თავისუფლდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან 10 წლის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, გრიგოლეთსა და ფოთში მოსაკრებელი წელიწადში 250 ათასი ლარი იქნება. 29 მარტს გამოიცა კიდევ ერთი დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანებართვო მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან სამორინეები ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. საქართველოში სამორინეს მოწყობაზე შეღავათები კიდევ რამდენიმე რეგიონში მოქმედებს. ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა თავისუფლდება მოსაკრებლისგან ბათუმში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ანაკლიასა და განმუხურში. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, აგრეთვე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მოსაკრებელი წელიწადში 250 000 ლარია, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 ათასი ლარი. სხვა რეგიონებსა და ქალაქებში სამორინეს მოწყობაზე მოსაკრებელი 5 მილიონი ლარია. |

10-04-2019
წყარო: 1tv.ge
|
26-04-2023 მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად |
|---|
|
21-10-2022 1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება |
|
31-05-2019 თბილისში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი ტარდება |
|
25-05-2023 ვმასპინძლობთ სვანეთს – „ქართული კუთხეების ფესტივალი“ გრძელდება |