კობა გვენეტაძე მსესხებლის წერილს ასაჯაროებს - მათ საყურადღებოდ, ვინც გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა
ნავიგატორი
1791

კობა გვენეტაძე მსესხებლის წერილს ასაჯაროებს - მათ საყურადღებოდ, ვინც გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების თემაზე სტატუსს აქვეყნებს და ერთ-ერთი მსესხებლის მიერ მისთვის მიწერილ წერილს ასაჯაროებს.

გვენეტაძე წერს, რომ წერილი მათ საყურადღებოდ საჯაროვდება, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე დაკრედიტების მომხრეა.

„ეს მათ საყურადღებოდ, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა“, – აღნიშნავს კობა გვენეტაძე.

წერილის თანახმად, ერთ-ერთი მოქალაქე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დახმარებასა და კომერციულ ბანკთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა პრობლემური სესხის გადახდა გრაფიკის მეშვეობით, ეტაპობრივად შეძლოს. მოქალაქე წერს, რომ მას სახლი აქვს ჩადებული ბანკში, სესხი გაუპრობლემდა და ახლა გასახლების საშიშროების წინაშე დგას, სხვა საცხოვრებელი კი არ გააჩნია.

კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ასეთ და გაცილებით მძიმე შინაარსის ბევრ შეტყობინებას იღებს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ, მაგრამ როცა ურემი უკვე გადაბრუნებულია, სამწუხაროდ, ბევრი არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება. სწორედ ამიტომაც იყო აუცილებელი პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების შემოღება, რაც უკვე ბევრმა ქვეყანამ გააკეთა“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

10-04-2019

წყარო: 1tv.ge

13-05-2019

იმიტირებებული გამოძიება და იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის

17-01-2023

ნინა გრუნენბერგის სტიპენდიის პროგრამა ჟურნალისტებისთვის

12-03-2019

მამუკა ბახტაძე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ

22-05-2023

Roster of Photographers

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ