|
| 2385 |
|---|
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს
| საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.6 პროცენტიან ნიშნულზე დატოვა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალ, აპრილის ანგარიშია (WorldEconomicOutlook) ნათქვამი. სსფ-მ მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.6 პროცენტამდე ფონდის მისიის საქართველოში სტუმრობის შემდეგ, თებერვალში დაწია. სავალუტო ფონდის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ტემპი 5 პროცენტიან ნიშნულს 2020 წელს დაუბრუნდება. წლიური ინფლაცია კი, 2019 წელს 2.5 პროცენტი, 2020 წელს 3 პროცენტი იქნება. შეფასებაში აღნიშნულია, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წლის პირველ ნახევარში სუსტი იქნება, მეორე ნახევარში კი, დაჩქარდება, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების რიგი ინიციატივების გამო, როგორცაა, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის პასუხი მზარდ გლობალურ რისკებზე. სარეზერვო სისტემამ საბაზისო განაკვეთის ზრდა შეაჩერა და მიანიშნა, რომ წლის ბოლომდე განაკვეთის ცვლილებას არ გეგმავს. მთლიანობაში 2019 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდა 3.3 პროცენტი იქნება. ამასთან, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მსოფლიო ბანკმაც 5 პროცენტიდან 4.6 პროცენტამდე შეამცირა. |

10-04-2019
წყარო: 1tv.ge
|
18-03-2019 ბიზნესში დასაქმებულთა ხელფასები 77.2 ლარით გაიზარდა |
|---|
|
03-04-2023 დასაქმებისა და კარიერული განვითარება სასწავლო კურსი ქალებისთვის - აჭარა |
|
28-04-2023 ტაილანდის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად |
|
02-06-2021 სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მოქმედების არეალი ფართოვდება |