სოციალურ მედიაში ახალი გამოწვევა #Trashtag გავრცელდა
ნავიგატორი
1876


სოციალურ მედიაში ახალი გამოწვევა #Trashtag გავრცელდა

ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ახალი გამოწვევა #Trashtag გამოჩნდა, რომელიც მალევე გახდა პოპულარული და მასში მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი ჩაერთო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ონლაინ გამოწვევის არსი შემდეგში მდგომარეობს - უნდა გადაუღოთ ფოტოსურათი დაბინძურებულ გარემოს, შემდგომ დაასუფთავოთ ის და დასუფთავებულ ადგილს კვლავ გადაუღოთ ფოტო.

გამოწვევის მიზანია საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს გარემოს დაცვას, გაიაზროს არსებული მძიმე მდგომარეობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის დასუფთავებაში.

 

გამოწვევის წყალობით ათასობით ადამიანმა მთელი მსოფლიოდან ნარჩენებისაგან უკვე გაათავისუფლა სანაპიროები, პარკები და გზები. მხოლოდ Instagram-ზე გასულ დღეებში 250 000-ზე მეტი მსგავსი პოსტი გავრცელდა.

როგორც ირკვევა, გამოწვევის იდეა 2015 წელს კომპანია UCO Gear-ს გაუჩნდა და მას მალევე გამოუჩნდნენ მიმდევრები. მასშტაბური ხასიათი კი მას გასულ კვირის შემდეგ მიეცა, როდესაც ახალგაზრდამ აშშ-ის შტატ არიზონაში გადაღებული ფოტო „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

13-03-2019

წყარო: bpn

17-02-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს

15-04-2019

მწვანე გამოფენა გაყიდვა "პრო ექსპო"

11-03-2019

საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები

29-05-2019

საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება

29-05-2019

საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება

17-02-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს

15-04-2019

მწვანე გამოფენა გაყიდვა "პრო ექსპო"

11-03-2019

საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ