|
| 1956 |
|---|
საქართველოში წიაღით სარგებლობის წესებში ცვლილებები შევიდა
| საქართველოში წიაღით სარგებლობის წესებში ცვლილებები შევიდა. მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, დეტალურად განისაზღვრა ის სალიცენზიო პირობები, რომელიც წიაღის მომპოვებელი ლიცენზიის მფლობელებმა უნდა დაიცვან. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ნორმატიულ დონეზე განისაზღვრა მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც უზრუნველყოფს მტვრის გაფრქვევისა და შიდა სასოფლო გზების დაზიანების რისკების შემცირებას. გარდა ამისა, განისაზღვრა ობიექტის დამუშავებისას ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და სხვა პირობები, რომელთა მიზანია წიაღისეულის მოპოვებისა და მისი თანმდევი პროცესების გამო გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შერბილება. წიაღის შესწავლის პროცესის წახალისების მიზნით ასევე გამარტივდა ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩასატარებლად რიგ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვები. წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეფასებით, ცვლილება წიაღის შესწავლით დაინტერესებულ სუბიექტებს ხელს შეუწყობს, ჩაატარონ უფრო სრულყოფილი და დეტალური კვლევები, რაც, თავისთავად გაზრდის გეოლოგიური შესწავლის მაჩვენებელს და შესაბამისად, დადებითად აისახება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესახებ სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაციის განახლების პროცესზე. |

11-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
26-02-2019 მთავრობა ფერმერების ტექნიკური მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს |
|---|
|
29-05-2019 ეროვნული ბანკი - სამომხმარებლო სესხები შემცირებას განაგრძობს, იპოთეკური სესხების ზრდა კი, აღმავალი ტენდენციით ხასიათდება |
|
18-10-2022 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest ქუთაისში გაიმართება |
|
28-12-2022 საქართველოს ბანკის Cashback აქციით ბიზნესს დახარჯული თანხის 40%-ის დაბრუნება შეუძლია |