სტატიების კონკურსი
ნავიგატორი
683


სტატიების კონკურსი

„მიშგოვ ლარდა“ სტატიების კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების X, XI და XII კლასების მოსწავლეებს.

კონკურსის თემატიკაა „სვანური სამართალი“.

კონკურსანტებმა უნდა დაწერონ, რით არის გამორჩეული და უნიკალური სვანური სამართალი, მოგვითხრონ საინტერესო ისტორიები, მაგალითად:

  • როგორ ხდებოდა სამართლის წარმოება სვანეთში;
  • სვანური სამართლის წესებისა და რიტუალების აღწერა (მაგალითად, სისხლის აღების წესი, „ლინტყოვ“, ხატზე დაფიცება და სხვა);
  • სვანური წესით შერიგების შესახებ (მედიაციაზე);
  • სვანური სამართლის პრინციპები, მაგალითად, „ლაგნაჟი ლიგნე“;
  • მახვში და მისი როლი სვანეთში;
  • ნებისმიერი სხვა თემა, რომელიც კავშირშია სვანურ სამართალთან.

მოთხოვნები:

  • სტატია უნდა იყოს თხრობის (ე.წ. სთორითელინგის) სტილში;
  • სტატია უნდა შეიცავდეს ახალ, ნაკლებად ცნობილ ინფორმაციას ან ცნობილი ფაქტების ახალ, ორიგინალურ მიწოდებას;
  • სტატია უნდა შეიცავდეს ავტორის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას (მაგალითად, საარქივო მასალებთან მუშაობისა ან ინტერვიუების გზით).

 სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 დეკემბერი (21:00 საათზე თბილისის დროით). დაგვიანებით მიღებული სტატიები არ განიხილება.

სტატიის ასატვირთად გამოიყენეთ შემდეგი ფორმა...

ფორმის გაგზავნის შემდეგ, გთხოვთ, დაელოდოთ დასტურს იმის თაობაზე, რომ თქვენი ნაშრომი მიღებულია.

კონკურსის შედეგები და პრიზები:

შედეგები 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდება.

კონკურსის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებსაც „საქართველოს უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ:

  • პირველი ადგილი - 500 ლარი
  • მეორე ადგილი - 400 ლარი
  • მესამე ადგილი - 300 ლარი

გარდა ამისა, გამარჯვებულები საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისგან უპრეცედენტო საჩუქრებს მიიღებენ:

საქართველოს უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, სამივე გამარჯვებულს სწავლა სრულად დაუფინანსდება.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მისწერეთ ორგანიზაციას Facebook გვერდზე ან ელფოსტაზე: mishgovlarda@gmail.com

 


 

წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის

14-11-2022

წყარო: მიშგოვ ლარდა

15-04-2019

რუსული ლაინერი ევროპულ-ამერიკულია

16-11-2022

DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება

17-02-2019

გიორგი ქობულია - დღეს დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით

10-05-2019

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება

10-05-2019

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება

15-04-2019

რუსული ლაინერი ევროპულ-ამერიკულია

16-11-2022

DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება

17-02-2019

გიორგი ქობულია - დღეს დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ