სეს-მა ოზურგეთში ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერა
ნავიგატორი
1764


სეს-მა ოზურგეთში ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.

სააგენტოს ინფორმაციით, მომმარაგებელი კომპანიის, შპს „სოფოს“ შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა – შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.

ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში დაილუქა 164 კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

კომპანიის საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ განახლდება.

11-04-2019

წყარო: imedinews.ge

20-10-2023

ჟურნალისტური პრემია “შუქი“

03-04-2019

მარტში ინფლაციის დონემ 3,7% შეადგინა

17-07-2023

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“

29-05-2019

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში საერთაშორისო რეგიონული ფორუმი ჩატარდა

29-05-2019

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში საერთაშორისო რეგიონული ფორუმი ჩატარდა

20-10-2023

ჟურნალისტური პრემია “შუქი“

03-04-2019

მარტში ინფლაციის დონემ 3,7% შეადგინა

17-07-2023

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ