აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს
ნავიგატორი
1886


აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს

აქციონერებმა Boeing-ის ადმინისტრაცია მფრინავების უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულეს. 

Deutsche Welle-ს ცნობით,  ინდონეზიასა და ეთიოპიაში Boeing 737 Max-ის ჩამოვარდნის შემდეგ, ამერიკული ავიამშენებელი კორპორაციის წინააღმდეგ აქციონერებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

კერძოდ, აქციონერები აცხადებენ რომ მფრინავების უსაფრთხოების პრობლემა იდგა და Boeing-ის ადმინისტრაციამ ეს საკითხი უყურადღებოდ დატოვა. 

აქციონერების ადვოკატების განცახდებით, Boeing-ის ადმინისტრაციას ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ  მნიშვნელოვანი სისტემები, რომლებიც თვითმფრინავის უსაფრთხო  გადაადგილებას უზრუნველყოფდა, დამატებით იყიდებოდა და ბევრმა ავიაკომპანიამ ეს სისტემა არ შეიძინა. 

ამის გარდა თვითმფრინავების მშენებელმა კომპანიამ არ განახორციელა კონცერნის  ინჟინრების სერთიფიცირება უსაფრთხოების საკითხებში. 

ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი 737 ტიპის თვითმფრინავის წარმოება Boeing-მა დროებით მას შემდეგ შეამცირა, რაც ამ ტიპის თვითმფრინავით შესრულებულ ავიარეისს ეთიოპიასა და ინდონეზიაში ავიაკატასტროფა მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს.

ლაპარაკია Boeing 737 Max-ის ტიპის ავიახომალდზე. ამ ტიპის თვითმფრინავით შესრულებულ ავიარეისს 10 მარტს ეთიოპიაში ავიაკატასტროფა მოჰყვა. თვითმფრინავში 157 მგზავრი იყო. ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.

ეთიოპიაში ავიაკატასტროფიდან მალევე Boeing 737 Max-ისთვის საჰაერო სივრცე დახურა უამრავმა ქვეყანამ, მათ შორის ჩამონათვალშია საქართველოც.

11-04-2019

წყარო: imedinews.ge

02-04-2019

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა

31-03-2019

პორტისთვის ახალ კომპანიას არ ვეძებთ — სსიპ ანაკლიის განვითარების სააგენტო

11-04-2019

აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს

02-04-2019

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა

31-03-2019

პორტისთვის ახალ კომპანიას არ ვეძებთ — სსიპ ანაკლიის განვითარების სააგენტო

11-04-2019

აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ