|
| 1807 |
|---|
ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს
| აშშ-მა გამოაქვეყნა იმ ევროპროდუქტების სია, რომელსაც დამატებით დაბეგრავს. Euronews-ის ცნობით 14 გვერდიანი დადგენილება ეხება საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, და გერმანიაში დამზადებულ პროდუქციას. სწორედ ამ ქვეყნების მიმართ აქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პრეტენზია აშშ-ის მიერ დამატებით დასაბეგრ პროდუქტების ჩამონათვალშია -თევზი, ზღვის პროდუქტები, ყველი, ალკოჰოლური სასმელები, იოგურტები, ციტრუსის და ზეითუნის ზეთი, კედლის საათები, ქრონომეტრები, სანადირო დანები და სახატავი ფუნჯები. ამის გარდა მოტოციკლები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და ტექნიკური ნაწილები. Euronews-ის ცნობით ამის მიზეზია ის, რომ აშშ-ში მიაჩნია, რომ საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გერმანია ავიამშენებელ კონცერნ Airbus-ის სუბსიდირებას უკანონოდ ახდენენ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია აშშ-ის პოზიციას იზიარებს, რის შედეგადაც ვაშინგტონს 11 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. სწორედ ამ თანხის კომპენსაციისთვის ხდება დამატებითი ბეგარის შემოღება. აშშ-ში აცხადებენ, რომ ევროპროდუქტებზე დაბეგვრის რეჟიმი ეგრევე შეიცვლება, როცა ეს ქვეყნები Airbus-ის სუბსიდირებას შეწყვეტენ. ამ ფონზე, ევროკავშირი თავის მხრივ აშშ-ს Boeing-ის უკანონო სუბსიდირებაშიადანაშაულებს. |

11-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
31-03-2019 თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ |
|---|
|
15-04-2019 ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა |
|
23-11-2022 New Call for Application Berlin Scholarship Program: Empowering Journalists in the Digital Field |
|
11-04-2019 სეს-მა ოზურგეთში ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერა |