|
| 1887 |
|---|
Facebook-ის აქციონერების ნაწილი მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს
| Facebook-ის აქციონერების ნაწილი მოითხოვს, რომ სოციალური ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კომპანიის მმართველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია ავრცელებს. მარკ ცუკერბერგი ხმის უფლების მქონე აქციების 60%-ს აკონტროლებს, რაც მას უფლებას აძლევს ფაქტობრივად მარტომ აკონტროლოს კომპანიის პოლიტიკა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს. აქციონერები აცხადებენ, რომ სწორედ ამის გამო, Facebook-ი რამდენიმე სკანდალში გაეხვა. მაგალითად Cambridge Analytica-დან მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა და რუსეთის ჩართულობა აშშ-ის არჩევნებში და ცრუ ინფორმაციის გავრცელება. აქციონერები დამოუკიდებელი მმართველი თავმჯდომარის არჩევას 2019 წლის 30 მაისს დაგეგმილ აქციონერთა კრებაზე აპირებენ. Facebook-ის ადმინისტრაციამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მმართველობის სტრუქტურა აქციონერების ინტერესებს პასუხობს. |

15-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
07-11-2022 Call for Concept Notes for Georgian Civil Society Organisations |
|---|
|
25-05-2023 საქართველოს ბანკი უცხოურ უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს |
|
21-03-2019 ცხადდება ერასმუს+ მობილობის კონკურსი |
|
25-07-2019 რედისონ ბლუ ივერიაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 100 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების კონფერენცია მიმდინარეობს |