|
| 2848 |
|---|
რუსეთის ფედერაციის სოციალური პროგრამები
| რუსეთის ფედერაცია აღმოჩნდა რომ გენოფონდის ნაკლებობას განიცდის. 2007 წლის კანონმდებლობით შეიქმნა ე.წ. ფედერალური პროგრამა “დედის კაპიტალი“ საიდანაც დედას რომელიც მესამე ბავშვს გააჩენდა, ან იშვილებდა გადაეცემოდა სერტიფიკატი 200 000 რუბლის ოდენობით. ისე მოხდა რომ 2021 წლამდე იმოქმედებს შედარებით დახვეწილად აღნიშნული პროგრამა და დედა ამჯერად უკვე მეორე ბავშვის გაჩენისას მიიღებს 460 000 რუბლს (15 000 ლარი). პირველი ბავშვის დაბადებისას 2009 -2014 წლებში მშობელი თუ კი ის რუსეთის მოქალაქე გახლდათ მიიღებდა ყოველთვიურად 200 დოლარის ექვივალენტს რუბლებში რათა სათანადო დახმარება გაეწია შვილისთვის 3 წლამდე. დღეს ეს ციფრი ოდნავ გაზარდეს კანონმდებლობით. საინტერესოა შემდეგი ფაქტიც, რომ რუსეთის ფედერაციაში დადგენილია უმუშევრობისთვის თუ კი მას ე.წ. შრომის წიგნაკში არ აქვს არავითარი ჩანაწერი გაკეთებული ყოველთვიური 1 600 რუბლი, ხოლო სტაჟიანი პერსონალისთვის კი 8 000 რუბლი ყოველთვიური სოციალური დახმარება. (აღნიშნული კანონი აღებულია 34-ე ფედერალური ოლქის ვოლგოგრადის საკრებულოდან). მეტიც რუსეთის ფედერაციაში კანონით განსაზღვრულია მინიმალური ხელფასი რაც თითქმის 12 000 რუბლს აღწევს (180 დოლარი). და ბოლოს დავსძენ, საქართველოში მინიმალური ხელფასი განისაზღვრა 2006 წლის დეკემბერში პრეზიდენტის ბრძანებულებით და შეადგენს 40 ლარს (იხილეთ პრეზიდენტის ბრძანებულება 757). ურიგო არ იქნება რომ იდენტური რამ მოხდეს საქართველოშიც. |

15-04-2019
წყარო: intermedia.ge
|
23-11-2022 პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ |
|---|
|
21-03-2019 Fitch-მა 2019-2020 წლების მსოფლიოს მშპ-ს ზრდის პროგნოზი შეამცირა |
|
21-02-2019 რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება! |
|
01-03-2023 მენეჯერთა გადამზადების კურსი გერმანიაში - Fit for Partnership |