|
| 1779 |
|---|
Fitch-მა 2019-2020 წლების მსოფლიოს მშპ-ს ზრდის პროგნოზი შეამცირა
| სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 2019-2020 წლების მსოფლიოს მშპ-ს ზრდის პროგნოზი შეამცირა. ამის შესახებ სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი. სააგენტოს ახალი პროგნოზით, მსოფლიოს მშპ მიმდინარე წლის განავლობაში 2,8%-ით გაიზრდება, აქამდე პროგნოზირებული 3,1%-ის მაგივრად. 2020 წლის შეფასება კი 2,9%-დან 2,8%-მდე შემცირდა. Fitch აღნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები მნიშვნელოვნად შემცირდა წინა ანგარიშის გამოქვეყნებიდან დღემდე. „თუმცა მიუხედავად საკმაოდ ცუდი პროგნოზისა, ჩვენ მაინც ვერ ვხედავთ რეცესიასთან მიახლოებას“ - აღნიშნავენ სააგენტოში. სააგენტოს სპეციალისტების აზრით, ყველაზე მკვეთრად გაუარესდა ევროზონის ეკონომიკის პერსპექტივები. ამასთან, ზრდის შენელება ჩინეთში უფრო თვალშისაცემი გახდა, საკუთარ როლს თამაშობს ასევე აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ამ დრომდე არსებული დაძაბულობა. ხოლო განვითარებად ქვეყნებში ზრდის აქტიურობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც განპირობებულია მკვეთრი მაკროეკონომიკური სიტუაციის გაუარესებით არგენტინასა და თურქეთში, გასული წლის სავალუტო კრიზისების შემდეგ. Fitch-მა ეკონომიკური პროგნოზი მიმდინარე წელს, ანგარიშში მოხვედრილი 20 ქვეყნიდან 15-ს შეუმცირა. |

21-03-2019
წყარო: bpn.ge
|
29-05-2019 ივა ჭყონია - ლარის დღევანდელი კურსი იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის კრიტიკულია, მოსალოდნელია ფასების ზრდა |
|---|
|
21-07-2023 მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies |
|
19-02-2019 „არეა ექსპო 2019“ - უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა საქართველოში! |
|
01-04-2019 სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 საქართველოში“-ს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს |