|
| 1976 |
|---|
საქართველოში კომბოსტო ირანიდან შემოდის - პროდუქტის იმპორტი გაორმაგებულია
| საქართველოში კომბოსტოს იმპორტი გაორმაგებულია, ადგილზე წარმოება კი შემცირებული, რაც ამ პროდუქტის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. თებერვალში კომბოსტო 116%-ით გაძვირდა და ის იმ პროდუქტების ხუთეულში შევიდა, რომლებზეც ფასმა წელს ყველაზე მეტად მოიმატა. „ბიზნესპრესნიუსისთვის“ საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის იანვარ-თებერვალში სულ 1352,9 ტონა კომბოსტო (თავიანი კომბოსტო, კოლრაბი, ბროკოლი და საკვებად ვარგისი ანალოგიური ბოსტნეული) შემოვიდა, მაშინ, როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 614,1 ტონა პროდუქტის იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება 2018 წელს იმპორტის მთლიან მაჩვენებელს, გასულ წელს ქვეყანაში 1978, 6 ტონა კომბოსტო შემოვიდა. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში კომბოსტოს იმპორტი განხორციელდა: თურქეთიდან - 668,6 ტონა, აზერბაიჯანიდან - 551 ტონა, ნიდერლანდებიდან - 8,4 ტონა, ირანიდან - 96,8 ტონა და სომხეთიდან - 28 ტონა. 2018 წლის იანვარ-თებერვალში კი პროდუქტი შემოვიდა: თურქეთიდან - 605 ტონა, ნიდერლანდებიდან - 1,6 ტონა და ირანიდან - 0,8 ტონა. რაც შეეხება მთლიანად 2018 წლის მონაცემს, ქართველოში კომბოსტოს იმპორტი განხორციელდა: თურქეთიდან - 1525, 8 ტონა, ნიდერლანდებიდან - 28, 5 ტონა, აზერბაიჯანიდან - 309,9 ტონა, ირანიდან - 96,6 და სომხეთიდან 17,9 ტონა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კომპოსტოს სახეობების (კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი) ადგილზე წარმოება 2017 წელს, 2011 წელთან შედარებით, განახევრდა. კერძოდ, 2011 წელს სულ 35,2 ტონა კომბოსტო იწარმოა, 2012 წელს - 34,4 ტონა, 2013 წელს - 26 ტონა, 2014 წელს -19,3 ტონა, 2015 წელს - 21,8 ტონა, 2016 წელს - 19,7 ტონა, ხოლო 2017 წელს – 17,4 ტონა. |

21-03-2019
წყარო: bpn.ge
|
16-12-2019 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქედის LAG ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით |
|---|
|
05-07-2019 შეხვედრები „პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში |
|
31-03-2019 პორტისთვის ახალ კომპანიას არ ვეძებთ — სსიპ ანაკლიის განვითარების სააგენტო |
|
12-09-2022 არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა |