ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება
ნავიგატორი
1783


ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველიდან 15 მაისის ჩათვლით, შესაბამის კომპანიას – taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ.

„ტაქსების რეფორმა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, სატრანსპორტო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რეფორმის პარალელურად, რა თქმა უნდა, ტაქსების მფლობელებთან მჭიდრო კომუნიკაციას განვაგრძობთ. სპეციალურ საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც მძღოლების მიერაა შექმნილი, საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დასახელებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ტექნიკური დათვალიერების გავლიდან ორი კვირის ვადაში, უფლებამოსილი არიან, შესაბამის კომპანიას მიმართონ და როგორც გადაღებვის ან ფირის გადაკვრის, ასევე, ქიმწმენდის ვაუჩერები აიღონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კომუნიკაციის ფარგლებში, გამოიკვეთა, რომ არსებობს ტაქსის მფლობელთა გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც ორი კვირის ვადაში სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაბამის კომპანიას ვაუჩერის მისაღებად არ მიმართეს.

„საუბარია დაახლოებით, ნებართვის მფლობელ 1 500-მდე ტაქსზე, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ეკუთვნოდათ ვაუჩერები, თუმცა იმის გამო, რომ ორკვირიან ვადაში შესაბამის კომპანიას ვერ მიმართეს, ვაუჩერის გარეშე დარჩნენ. გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ვაუჩერის მიღების ვადა გავუხანგრძლივოთ. ამ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პირველი მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, შესაბამის კომპანიას taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ და როგორც ფერის შეცვლის, ასევე, ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი მიიღონ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ტაქსის 1 500-მდე მძღოლს აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება.

24-04-2019

წყარო: infopostalioni.com

19-03-2019

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 13.2%–ით, იმპორტი კი 0.1%–ით გაიზარდა

03-05-2019

Mercedes-Benz Fashion Week-ს თბილისი 2-6 მაისს უმასპინძლებს

06-06-2019

განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019

25-04-2019

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

25-04-2019

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

19-03-2019

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 13.2%–ით, იმპორტი კი 0.1%–ით გაიზარდა

03-05-2019

Mercedes-Benz Fashion Week-ს თბილისი 2-6 მაისს უმასპინძლებს

06-06-2019

განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ