RE-Conception Bootcamp
ნავიგატორი
1750


RE-Conception Bootcamp

► თუ ხარ სტუდენტი და გაქვს იდეა როგორ შეიძლება განვითარდეს მუზეუმები საქართველოში, მაშინ დარეგისტრირდი 6 მაისამდე და მონაწილეობა მიიღე RE-conception Bootcamp-ში

სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/2V2ctrt

► სემინარში მონაწილეობა უფასოა!
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.

თარიღი: 13-17 მაისი.
მის: გ. ელიავას სახელობის თბილისის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი. გოთუას #3.

► მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 6 მაისამდე !

სემინარის ორგანიზატორები არიან "შემოქმედებითი საქართველო" და ისთ ანგლიის უნივერსიტეტი.
პროექტის პარტნიორები: აჭარის მუზეუმების გაერთიანება, ბათუმის რელიგიის მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, გ. ელიავას სახელობის თბილისის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი

პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის შემოქმედებითი ნაპერწკლის - სამეწარმეო განათლება უმაღლესებისთვის, ფინანსური მხარდაჭერით.

_ _ _

RE-conception Bootcamp არის ხუთდღიანი სემინარი, რომლის მიზანია სტუდენტების ჩართულობით შემუშავდეს სახელმწიფო მუზეუმების განვითარების გეგმა. კერძოდ, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, ბათუმის რელიგიის მუზეუმისა და გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის რეკონცეფციები.

► ბუთქემფის ფარგლებში, მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში და იმუშავებენ იდეაზე თუ როგორ შეიძლება მუზეუმი განვითარდეს, გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი და გადაიქცეს მრავალფუნქციურ შემოქმედებით ცენტრად.

► ბუთქემფის მიმდინარეობისას, სტუდენტები მიიღებენ გამოცდილებას გუნდურ მუშაობაში, შეიძენენ პროექტის წერის უნარებს, გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს და გაეცნობიან სამუზეუმო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებს.

► სემინარის ბოლოს, გაიმართება შემუშავებული იდეებისა და პროექტების პრეზენტაცია (პიჩინგი) საგანგებოდ შერჩეული ჟიურის წინაშე, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

ბუთქემფში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ Video Pitching-ში, რომელში გამარჯვებული გუნდიც მიიღებს 25 000 ფუნტს და გაემგზავრება ოქსფორდში.

!!! მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 6 მაისამდე !!!
https://bit.ly/2V2ctrt

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

30-04-2019

წყარო: შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia

20-02-2019

2019 წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალი უჯრედი გაიხსნება

02-05-2019

გიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება

04-03-2019

Tech4Equality Talk on International Women’s Day

29-03-2019

2019 წლის მარტში საქართველოს დელეგაცია ესტონეთის ელ. მმართველობის აკადემიას ეწვია

29-03-2019

2019 წლის მარტში საქართველოს დელეგაცია ესტონეთის ელ. მმართველობის აკადემიას ეწვია

20-02-2019

2019 წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალი უჯრედი გაიხსნება

02-05-2019

გიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება

04-03-2019

Tech4Equality Talk on International Women’s Day


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ