|
| 2461 |
|---|
რას ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში
| დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად რჩება. კერძოდ, 2019 წლის იანვარში, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მესამე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 88.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის ექსპორტმაც 10.3 მლნ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ფეროშენადნობები - 9.1 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი 4.4 მლნ დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ცენტრიფუგები და სპირტიანი სასმელები იკავებენ, შესაბამისად, 2.02 მლნ და 1.99 მლნ დოლარით. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. კერძოდ, გასულ თვეში საქართველოში რუსეთიდან 8.6 მლნ დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა. მე-2 ადგილზეა - ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 5 მლნ დოლარი შეადგინა; მას კი 4.2 მლნ დოლარით ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი მოსდევს. რუსეთიდან საიმპორტო პროდუქტების ტოპ ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს ქვანახშირი, ქვანახშირისაგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები და სატელეფონო აპარატები ინაწილებენ, შესაბამისად, 3.1 მლნ და 2 მლნ დოლარით. |

20-02-2019
წყარო: bpn
|
28-12-2022 აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა თბილისში: დაიწყო კონკურსი 2023/24 სასწავლო წლის სტიპენდიების მოსაპოვებლად |
|---|
|
02-07-2020 ლაგოდეხში, თიბისის მხარდაჭერით, თხილის საწარმო - „აგრითრეიდი“ გაიხსნა |
|
18-02-2019 საფრანგეთის მთავრობის სამაგისტრო სტიპენდიები 2019/2020 |
|
16-05-2019 აშშ ფოთის ტერმინალის მშენებლობას $50 მილიონით დააფინანსებს |