|
| 2116 |
|---|
გიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება
| ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ანაკლიის პორტის ტერიტორია დაათვალიერა. მერობის კანდიდატის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა აუცილებლად მოხდება და ამის გარანტისახელმწიფოა. "ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი არამარტო ჩვენთვის, ზუგდიდისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ქვეყნისთვის. იმაზე საუბრები, რომ პორტი არ აშენდება, მტკნარი სიცრუეა: ანაკლიის პორტი აშენდება და ამის გარანტი არის სახელმწიფო. ანაკლიის პორტი არის ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გარანტი. ეს მოგვიტანს ბევრ ეკომომიკურ ბენეფიტებს, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და შემოვა ინვესტიციები” – განაცხადა გიორგი შენგელიამ. მერობის კანდიდატმა ტერიტორია ანაკლიის კონსორციუმის რეგიონულ დირექტორთან ანზორ მანწკავასთან ერთად დავათვალიერა. |

02-05-2019
წყარო: pia.ge
|
02-05-2019 სსფ-ს მისია: მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6% შეადგინა |
|---|
|
15-02-2019 სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წელსაც შემცირდა |
|
07-05-2019 კატარში სასტუმროს აუზში ცურვის გამო უკრაინის რადის სპიკერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო |
|
02-08-2023 B2B გამოფენა 2023 |