ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა
ნავიგატორი
2541

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა

2019 წლის აპრილში საქართველოში 647,770 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, დაფიქსირდა 4.6%-იანი ზრდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროზეს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე და 4.2%-იან ზრდას გულისხმობს.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით აპრილში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, ესპანეთი +43.8%, საფრანგეთი+43.7%, გერმანია +43.5%, ჩეხეთი +38.2%და სხვა.

„განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

უზბეკეთი +125.7%, ტაილანდი +97.5%,ყაზახეთი +89.1%, თურქმენეთი +52.1%, ჩინეთი +30.6%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +26.3% და სხვა.

2019 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, საქართველოში 2,265,318 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +2.9%.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,230,649 შეადგინა, რაც 56,608-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +4.8%).

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე”, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

03-05-2019

წყარო: 1tv.ge

13-01-2023

თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა" მეორე ნაკადი იწყება

28-02-2019

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, თურქეთის „ეკონომიკის კვლევითი ფონდის“ დელეგაციას შეხვდა

02-04-2019

ჭავჭავაძის #5-ში სამუშაოების მწამოებელი ძირითად კომპანიას „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა, „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, „ხიმიჯ სერვისი“ კი - 1000 ლარით

23-03-2023

სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ