|
| 1787 |
|---|
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა
| გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობის შემცველი წყლებით დააბინძურა. ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა. დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა. |

03-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
10-04-2019 საკურას ყვავილობით იაპონია მილიარდობით დოლარის შემოსავალს ელის |
|---|
|
08-08-2023 ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა |
|
12-03-2019 „მიმდინარე წელს განათლების დაფინანსება 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, 2022 წელს - 3 მილიარდ 400 მილიონს მიაღწევს" |
|
25-11-2019 ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შედეგები ქალებში |