ივანე მაჭავარიანი: საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას
ნავიგატორი
1792


ივანე მაჭავარიანი: საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას

საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, 2021 ან 2022 წელს, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრას,- აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

 

აღნიშნული წინადადება ივანე მაჭავარიანმა ADB-ს პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან და ბანკის დირექტორებთან აზიის განვითარების ბანკის 52-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას დააყენა და აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს ოფიციალური განაცხადი.

 

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, თბილისში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები, მით უფრო, რომ ქვეყანამ 2015 წლის მაისში, წარმატებით უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს.

 

ფინანსთა მინისტრმა ADB-ს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე, ქვეყნის ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

 

შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ბანკის დირექტორებმა ყურადღება გაამახვილეს 2019-2021 წლების თანამშრომლობის საკითხებზე, ხაზი გაესვა განათლების სფეროს, მათ შორის, პროფესიული განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში ADB-ს ჩართულობის მნიშვნელობას.

 

აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. აღინიშნა ის მზარდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს აქვს ტურისტული სექტორის განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ADB-ს წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC)მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც სწორედ ტურიზმის სფეროს განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

 

ვიზიტის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე, ბანკის წარმომადგენლები მიესალმნენ ორმხრივი პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას და იმედი გამოთქვეს, რომ ის მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.

 

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ამჟამად, ADB-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

03-05-2019

წყარო: pia.ge

30-09-2022

ქართული შესაფუთი მასალების ინდუსტრიის პირველი გამოჩენა საერთაშორისო გამოფენაზე

13-05-2019

ტექნოპარკში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო

18-02-2019

სასტიპენდიო პროგრამა არასამთავრობო სექტორის ლიდერებისთვის

22-03-2019

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტის მართველი კომიტეტის მე-4 სხდომა გახსნა

22-03-2019

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტის მართველი კომიტეტის მე-4 სხდომა გახსნა

30-09-2022

ქართული შესაფუთი მასალების ინდუსტრიის პირველი გამოჩენა საერთაშორისო გამოფენაზე

13-05-2019

ტექნოპარკში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო

18-02-2019

სასტიპენდიო პროგრამა არასამთავრობო სექტორის ლიდერებისთვის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ