ირაკლი ლექვინაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ნავიგატორი
1758


ირაკლი ლექვინაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე ხშირად წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებზე.

„ვისაუბრეთ იმ სისტემურ სამართლებრივ საკითხებზე, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს. აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკურ და ბიზნესის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ვცვლით ინფორმაციას. განსაკუთრებით აქტუალურია სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების და პროკურატურაში გამოძიებების გაჭიანურების საკითხები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგულირების გავლენის შეფასების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განიხილება.

„რეგულირების გავლენის შეფასების სავალდებულოდ დანერგვის საკითხს ბიზნესი აქტიურად სვამს და ჩვენი ოფისი ჩართულია აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში.როგორც დაგეგმილია, პირველ ეტაპზე რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება სავალდებულო მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტებზე იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ RIA-ს მომზადების ვალდებულება, ახალ კანონპროექტებთან ერთად, კანონში შესატან ისეთ ცვლილებებზეც უნდა გავრცელდეს, რომელიც ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის წარმოებას მნიშვნელოვნად ცვლის“,- ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG), ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) წარმომადგენლები.

07-05-2019

წყარო: 1tv.ge

17-01-2023

ამბის თხრობის კურსი სამოქალაქო საზოგადოებისთვის — შეიტანეთ განაცხადი 20 იანვრამდე

13-03-2019

„გაზპრომბანკი“ აზერბაიჯანულ პროექტებში მილიარდებს დააბანდებს

27-04-2022

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

11-04-2019

რატომ გაძვირდა კარტოფილი?

11-04-2019

რატომ გაძვირდა კარტოფილი?

17-01-2023

ამბის თხრობის კურსი სამოქალაქო საზოგადოებისთვის — შეიტანეთ განაცხადი 20 იანვრამდე

13-03-2019

„გაზპრომბანკი“ აზერბაიჯანულ პროექტებში მილიარდებს დააბანდებს

27-04-2022

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ