|
| 2381 |
|---|
ეკონომიკის მინისტრი: ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა
| ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის დარგის სპეციალისტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. არცერთი ფუნდამენტური მაჩვენებლის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს გაუფასურებასთან. ეკონომიკა იზრდება. მარტში ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა 6 პროცენტი, ექსპორტი იზრდება. შესაბამისად, საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის უზრუნველყოფის პროცესზე და აშრნიშნა, რომ ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს, მათ შორის ქართველი მეწარმეების ხელშეწყობასა და მთელი საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურით დაფარვაზე. |

10-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
19-03-2019 გერმანიაში ღვინის გამოფენაში 27-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა |
|---|
|
05-06-2019 ვითიბი ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა |
|
24-11-2020 უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - FDI გრანტი |
|
11-03-2019 ევროკავშირის მხარდაჭერით ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებას უწყობს ხელს |