|
| 1896 |
|---|
ოთარ ანგურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება
| ეკონომიკის ექსპერტის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკა სწორედ ისეთი ფორმატის მუშაობით იგეგმება, როგორიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან გაიმართა. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი გვხვდება ეკონომისტებს და ექსპერტებს, რადგან აქამდე ეს ხიდი ჩატეხილი იყო წლების განმავლობაში, არ იყო არანაირი კომუნიკაცია, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეკონომიკური განვითარების ერთობლივი დაგეგმარება“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
მისი შეფასებით, თუ ასეთი შეხვედრები ხშირად შედგება და შემდგომ უფრო საქმიან ფორმატში გადაიზრდება, ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას, რადგან ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკა სწორედ ასეთი ფორმატის მუშაობით იგეგმება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს საკუთარი ინიციატივით მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებს შეხვდა. ნათია თურნავამ მათ საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე. |

10-05-2019
წყარო: pia.ge
|
11-04-2019 ქობულია: ტურიზმის კვარტალური შედეგების გამჭვირვალე შეჯამება ახალი ინსტრუმენტია სექტორის განვითარებისთვის |
|---|
|
25-03-2019 Hilton-ი გამოუყენებელ საპონს გადაამუშავებს |
|
11-04-2019 ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა |
|
11-03-2019 უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წლის მინიმუმზეა |