|
| 1710 |
|---|
ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო - იოსებ არჩვაძე
| დღევანდელი შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო, განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ. „დღევანდელი შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო. მოხდა ეკონომისტთა მოსაზრებათა შეჯერება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან იმ პრობლემატიკასა და ძირითად მიმართულებებზე, რაზეც მუშაობს და აპირებს აქცენტის გაკეთებას აღნიშნული უწყება სამომავლოდ“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ აქცენტირებული ორი პრიორიტეტული საკითხი - ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევა, სადღეისოდ ქართული საზოგადოების წინაშე არსებული უმწვავესი და აქტუალური პრობლემებია.
„აღნიშნული საკითხების ირგვლივ გაშლილი დისკუსია გამოხატავდა დღეს საზოგადოებაში და მის ინტელექტუალურ ელიტაში დაგროვებულ ცოდნასა და რეკომენდაციებს და ვფიქრობ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული რეკომენდაციები, მოსაზრებები დაეხმარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკეთ წარმართოს თავისი აქტიური პოლიტიკა ინვესტირების, ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტების ჩამოყალიბებისა და მათთვის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა. |

10-05-2019
წყარო: pia.ge
|
20-09-2019 "დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო" |
|---|
|
03-04-2019 პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების — TMG 2019-ის სპონსორია |
|
17-07-2023 ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს |
|
03-05-2019 6 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში |