აშშ-ში რუსმა რეპერმა ტიმატიმ რესტორანი გახსნა, რომელშიც საკვები შავი ხელთათმანით უნდა მიირთვათ
ნავიგატორი
2605

აშშ-ში რუსმა რეპერმა ტიმატიმ რესტორანი გახსნა, რომელშიც საკვები შავი ხელთათმანით უნდა მიირთვათ

აშშ-ში, რუსმა რეპერმა, ტიმატიმ რესტორანი გახსნა, რომელშიც საკვები შავი ხელთათმანით უნდა მიირთვათ

ლოს ანჯელესში (კალიფორნია) რესტორნების ქსელის Black Star Burger პირველი ობიექტი გაიხსნა. კომპანია 3 წლის წინ დაარსდა და ერთ-ერთი ინვესტორია რუსი რეპერი ტიმატი. 

Black Star Burger-ის ვებგვერდის თანახმად, კომპანია სწრაფად ფართოვდება და მოსკოვსა და მის შემოგარენში უკვე 20 ობიექტი აქვს. ახლა კომპანიამ ბიზნესის განვითარება აშშ-შიც გადაწყვიტა და ლოს ანჯელესის ერთ-ერთი ცხელი რაიონიდან დაიწყო. წერს Eater.

ახალ რესტორანში საკვები საკმაოდ უჩვეულოა. კლიენტებს ჰამბურგერების ჭამას შავი ხელთათმანებით სთავაზობენ, თუმცა ამის მიზეზი უცნობია. 

მენიუში ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა შავი ბურგერები და უცნაური დესერტები. VIP- ბურგერის შეკვეთის შემთხვევაში, საკვები ოფიციანტს ზარების რეკვის ფონზე მოაქვს. 

„ჩვენ ბურგერებს ვამზადებთ, რადგან გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ – ბურგერი არ არის საზიანო. ეს არის რთული აგებულების ბუტერბროდი, რომლითაც შეგიძლიათ ჯანსაღად დანაყრდეთ და ნაკლები კალორია მიიღოთ, ვიდრე ვთქვათ, კომპლექსური სადილის დროს“,-ნათქვამია ვებგვერდზე. 

10-05-2019

წყარო: infopostalioni.com

16-05-2019

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაიწყო ტრენინგები

15-02-2019

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წელსაც შემცირდა

03-03-2019

ფინანსური წიგნიერების ტრენინგები მოზარდებისათვის

25-03-2019

„ცოტა ხანში ალბათ სათამაშო ბიზნესის პლასტიკური ბარათებით მთელი ფინანსები კაზინოზე იქნება მიბარებული“

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ