საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin-ის საათით გადახდებს განახორციელებენ
ნავიგატორი
1326


საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin-ის საათით გადახდებს განახორციელებენ

საქართველოს ბანკი განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და მომხმარებელს კავკასიის რეგიონში პირველად, ინოვაციური გადახდის ექსკლუზიურ მეთოდს სთავაზობს.

საქართველოს ბანკის და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa-ს თანამშრომლობით, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ გადახდები Garmin-ის ჭკვიანი საათით განახორციელონ.

უკონტაქტო ჭკვიანი საათით გადახდის მეთოდი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს ტრანზაქციები სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად, რადგან მას აღარ მოუწევს ბარათების თუ ნაღდი ფულის ტარება. აღსანიშნავია, რომ კომფორტულ, უკონტაქტო გადახდებთან ერთად Garmin-ის საათი ითვლის მომხმარებლის ფულს, აკონტროლებს მფლობელის ადგილმდებარეობას, ეხმარება ვარჯიშის განრიგის განსაზღვრასა თუ კალორიების დათვლაში. Garmin-ის ჭკვიან საათს ასევე შეუძლია მოკლე ტექსტური შეტყობინებების, შემომავალი ზარების მიღება და სხვა მრავალი ფუნქციის განხორციელება.

გადახდების სისტემა იყენებს ბარათის მონაცემების უნიკალურ ციფრულ იდენტიფიკატორს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანგარიშსწორების პროცესისთვის ფაქტობრივი ანგარიშის მონაცემების გამჟღავნების გარეშე. იმისათვის, რომ მოხდეს საათის მეშვეობით გადახდა, საჭიროა მომხმარებელმა საათი ტერმინალს დაადოს.

ყველას ვინც ფლობს საქართველოს ბანკის VISA პლასტიკურ ბარათს, Garmin-ის საათების შეძენა ექსკლუზიურად საქართველოს ბანკის SOLO ლაუნჯებში შეუძლია, მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მოხარული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი შევთავაზეთ. თანამდროვე რეალობაში დროის სწორედ დაგეგმვა და გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ მაქსიმალურად დავზოგოთ ბანკის მომხმარებლის დრო და შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებზე მორგებული და ამავე დროს ინოვაციური პროდუქტები. მოხარული ვარ, რომ პირველად კავკასიის რეგიონში სწორედ საქართველოს ბანკთან და Visa-სთან ერთად გახდა შესაძლებელი - ინოვაციური, უკონტაქტო, Garmin-ის საათით გადახდის მეთოდის დანერგვა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბრენდის Garmin-ის საათით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კიდევ ბევრი დამატებითი ფუნქციით ისარგებლოს",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

"ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი ეკუთვნის ინტერნეტ გადახდებს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით მომხმარებლებს სწორედ ასეთ მომავალთან ვაახლოვებთ. ბანკის მომხმარებლები გადახდების განხორციელებას მარტივად და უსაფრთხოდ, გადახდის ტერმინალზე საათის ერთი შეხებით შეძლებენ",- განაცხადა Visa CISSEE-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და ჯგუფის რეგიონალურმა მენეჯერმა ვირა პლატონოვამ.

19-04-2019

წყარო: on.ge

10-04-2019

ISET-ის უფასო კურსი "R და STATA ყოველდღიურობაში"!

13-05-2019

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს

11-04-2019

ლესოტოში 72-კარატიანი იშვიათი ალმასი აღმოაჩინეს

25-03-2019

კონსულტაცია ბიზნეს გეგმის შედგენაში

25-03-2019

კონსულტაცია ბიზნეს გეგმის შედგენაში

10-04-2019

ISET-ის უფასო კურსი "R და STATA ყოველდღიურობაში"!

13-05-2019

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს

11-04-2019

ლესოტოში 72-კარატიანი იშვიათი ალმასი აღმოაჩინეს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ