ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს
ნავიგატორი
1819

ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს

ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკისა და კუნძული კრეტას მიმართულებით სეზონურ ფრენების შესრულებას განაახლებს.

შესაბამის შეთანხმება "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და ELLINAIR-ს შორის შედგა.

თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენა BOEING 737 – 30 ტიპის თვითმფრინავებით 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 305 ლარიდან დაიწყება.

17 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტას მიმართულებით დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები ათდღიანი სიხშირით, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით 30 სექტემბრამდე შესრულდება. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 465 ლარიდან იქნება. ორივე მიმართულებაზე ბილეთის ღირებულებაში 20 კგ ბარგი, 8 კგ ხელბარგი და ბორტზე კვება შედის.

საქართველოს მოქალაქეებში საბერძნეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. თბილისიდან ათენის მიმართულებით ფრენებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines ასრულებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი პირდაპირი რეგულარული რეისები საბერძნეთის მიმართულებით ათენსა და სალონიკში სრულდება. აგვისტოდან საბერძნეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენის სიხშირე გაიზრდება და ათენში მოხვედრა ქუთაისიდან უკვე კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" აცხადებენ, რომ რეისების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაღრმავებას.

19-04-2019

წყარო: pia.ge

27-03-2019

შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის

03-06-2019

რა გაძვირდა და გაიაფდა მაისში

01-12-2022

ინოვაციური სამიტი, ექსკლუზიური რეგიონალური ღონისძიება გაიმართება

15-02-2019

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, Berlinale, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ