|
| 2256 |
|---|
26 მაისის ღონისძიება გორში
| ► 26 მაისის ღონისძიებაზე, გორში, ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია იქნება არტკაფე „მანდილოსანი", სადაც შეძლებთ, მიიღოთ ცოდნა ქალთა უფლებებზე, წარმატებულ ქართველ ქალებზე და ა.შ. ► არტკაფეს მასპინძლები იქნებიან გაცოცხლებული ისტორიული გმირები, რომელთაც ადგილობრივი მსახიობები განასახიერებენ: მაგ., ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, შალვა ალექსი-მესხიშვილი (იუსტიციის პირველი მინისტრი, 1918 წელი), ანასტასია ერისთავ-ხოშტარია, ეკატერინე გაბაშვილი, ფარიხან სოფიევა (მსოფლიოში პირველი ქალი დეპუტატი, 1918 წელი), მარო მაყაშვილი და ქრისტინე შარაშიძე (პირველ ხუთ პარლამენტარ ქალთაგან ერთ-ერთი); ► კაფეში დღის განმავლობაში წინასწარ გაწერილი გრაფიკით ცნობილი ადამიანები, ახალგაზრდა მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები და ა.შ. სტუმრებს თავიანთ შემოქმედებით გამოცდილებაზე ესაუბრებიან. ► შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გორში გიმასპინძლებთ! |

15-05-2019
წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
|
01-05-2023 GLOBAL CULTURAL RELATIONS PROGRAMME (GCRP) |
|---|
|
24-04-2019 ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება |
|
13-06-2019 თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს |
|
22-09-2022 ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022 |