ბილაინის მხარდაჭერით აგროპრენერებისთვის ჰაკათონი ჩატარდა
ნავიგატორი
1648


ბილაინის მხარდაჭერით აგროპრენერებისთვის ჰაკათონი ჩატარდა

საერთაშორისო ჯგუფის, ვიონის წევრის, ბილაინის მხარდაჭერით მაისში თბილისის სტარტაპ ბიუროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსის - Future Agro Challenge -ის ადგილობრივი კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აგროპრენერების და აგროინოვატორების აღმოჩენას სოფლის მეურნეობის სფეროში სიახლეების დასანერგად, კერძოდ კი საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით. საქართველოში კონკურსი 30 სხვადასხვა კატეგორიაში ჩატარდა და 48 საათიანი ჰაკათონის შედეგად 8 ფინალისტი გუნდი კომპეტენტური ჟიურის წინაშე პრეზენტაციით წარსდგა.

Future Agro Challenge-ის ადგილობრივ კონკურსში გაიმარჯვა გუნდმა Qvevri XYZ, რომელიც ტრადიციული ქართული ქვევრის დამზადებას უფრო დახვეწილი, თანამედროვე ტექნოლოგით ახდენს. გამარჯვებული წელს 7-11 სექტემბერს გაემგზვრება საბერძნეთში, Future Agro Challenge -ის გლობალურ შეჯიბრზე — უმთავრეს საერთაშორისო აგროპრენერულ სამიტზე, სადაც შესაძლებლობა ექნება რჩევები მიიღოს მსოფლიო დონის მენტორებისგან, შეხვდეს პოტენციურ ინვესტორებსა და კლიენტებს, მოსინჯოს ახალი საბაზრო შესაძლებლობები.

"პირველ სამ ადგილზე გასული ყველა გუნდი საიტერესო პროექტების ავტორები არიან, განსაკუთრებით Qvevri XYZ, რომელიც ქვევრის, როგორც ტრადიციული და თანამედროვე ღვინის პროდუქტის წარმოებას მსოფლიოს მასშტაბით იწყებს", — აცხადებს თბილისის სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი და Future Agro Challenge-ის თანაორგანიზატორი გური ქოიავა.

16-05-2019

წყარო: on.ge

30-09-2019

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება

10-04-2019

ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ

23-03-2023

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

02-05-2019

გიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება

02-05-2019

გიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება

30-09-2019

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება

10-04-2019

ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ

23-03-2023

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ