|
| 2030 |
|---|
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ლარის რყევებს ჯანსაღი პროცესის ნაწილად მიიჩნევს
| მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა განაცხადა, რომ კურსთან დაკავშირებული რყევები, რომელიც ახლა ფიქსირდება, ძირითადად არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი. ეს განცხადებატემბონმალარმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გააკეთა, სადაც „ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის” გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს. „ლარი სტაბილურ ვალუტას წარმოადგენდა ამ პერიოდის განმავლობაში. ის რყევები, რომელიც ახლა ფიქსირდება, ძირითადად არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი. თუ გსურთ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი ღირებულებების ჯაჭვის წევრი, დადგენილი თავისუფალი მცურავი კურსი უნდა იყოს სწორი გადაწყვეტილება. ამ პირობებში კონტროლი და ჩარევა კურსის დარეგულირებაში არ იქნება გამართლებული. ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, არის სწორი. მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დივერსიფიკაცია ვალუტის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს. ფინანსური ინკლუზიურობისა და ანგარიშვალდებულების პროექტი (FIA) მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კერძო სექტორის კიდევ უფრო გამყარებასა და გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ლარის გრძელვადიან სიმყარეს და სიმტკიცეს”, – განაცხადა მერსი ტემბონმა. Bloomberg-ის პლატფორმაზე მიმდინარე სავაჭრო სესიაზე დღეს, 24 აპრილს, 11:00 საათისთვის ლარი კვლავ უფასურდება და ამ დროისათვის $1 - 2,7825 ლარის ნიშნულზე ივაჭრება. |

24-05-2019
წყარო: pia.ge
|
28-12-2022 1 იანვრიდან შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge ხელმისავწდომი ხდება |
|---|
|
10-05-2019 WSJ-ი ამერიკა-ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გამწვავების ვერსიას აქვეყნებს |
|
13-05-2019 იმიტირებებული გამოძიება და იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის |
|
15-02-2019 რატომ ეწინააღმდეგებიან ზემომთიან აჭარაში „მაჭახელა ჰესის“ მშენებლობას |