თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი გააცნო
ნავიგატორი
2071

თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი გააცნო

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანულ ორგანიზაციაში -“British Expertise International” - ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისა და ინვესტორებისთვის საქართველოს ღია ეკონომიკის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„საქართველო საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ აღიარებული ლიდერია რეგიონში ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი გარემოს კუთხით. ინვესტორებს პროექტების განხორციელების ფართო შესაძლებლობები ეძლევათ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ტურიზმის სფეროებში“ - აღნიშნა პრეზენტაციის მსვლელობისას თამარ ბერუჩაშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა გაერთიანებულ სამეფოში ქართული ღვინის იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების Taste of Georgia, Gvino UK, GInVino და Georgian Wine Club - London მიერ წარმოდგენილი ღვინოები დააგემოვნეს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ექსპორტისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რასაც უკანასკნელ წლებში ექსპორტის მაჩვენებლების უპრეცედენტო ზრდა მოწმობს (2018 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 33%-ით გაიზარდა).

21-02-2019

წყარო: commersant.ge

04-08-2019

რომელი კომპანიების აქციების ფასი გაიზრდება?

05-04-2019

კომერციული დაფინანსება გერმანული კომპანია DFT Deutsche Finetrading AG-სგან

01-04-2019

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 საქართველოში“-ს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს

08-04-2019

თბილისში Car Sharing-ის პროგრამა დღეს ამოქმედდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ